მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დარახველიძის განმარტებით, ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე ყალბია.

მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ მსგავსი სახის ყალბ ინფორმაციას და ყოველთვის, ასეთი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ.

„მსგავსი პიროვნება ქვეყანაში არ იმყოფება და არც ცხოვრობს, სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს ის კონკრეტული პიროვნება, რომელზეც საუბრობდნენ, დღემდე ქვეყანაში ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება, ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება. ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას.

მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის ოფიციალურ წყაროებთან.

სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებენ საზღვარზე იმისათვის, რომ ისეთი პირები, რომელთა დაშვებაც არ უნდა მოხდეს საზღვარზე, ეფექტურად მოხდეს მათი კონტროლი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა დარახველიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი