მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის (Scuola di Perfezionamento per le Forze di Polizia - SSPF) დირექტორს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალს, ვინჩენცო მასიმო მოდეოს შეხვდა.

აკადემიის დირექტორმა ქართველ კანონმდებლებს აკადემიის საქმიანობა გააცნო და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. აღინიშნა, რომ აკადემია იტალიის უნიკალური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლების პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. აკადემია იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტს ექვემდებარება.

შეხვედრისას მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, პროფესიული განათლების მნიშვნელობა, საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართალდამცავი და უსაფრთხოების სექტორების ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი