მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალუდა ღუდუშაური კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის სრულიად ამორალური, მიუღებელი
ალუდა ღუდუშაური კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის სრულიად ამორალური, მიუღებელი

ალუდა ღუდუშაური კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის სრულიად ამორალური, მიუღებელი

იმედი|imedinews.ge

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

დეპუტატმა კანდელაკის კვლევას ამორალური და მიუღებელი უწოდა.

„ბუნებრივია ეს არის ის სულისკვეთება, რაც მანამდე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას". ზოგადად, არც სახელმწიფო აინტერესებს, არც ქართველი ხალხი. გამოკითხულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და თუ ისინი ჩათვლიდნენ და შეაფასებდნენ მის ამ ქმედებას, ეს უკვე მათი კომპეტენციაა. ეს არის სრულიად ამორალური, მიუღებელი", - განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი