მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს
ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს - მან გარშემომყოფებთან ურთიერთობა კვლავ შეძლო.

დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ნიკოლას კარდის ხელმძღვანელობით, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებულ 45 წლის პაციენტის ტვინში 256 ელექტროდი ჩანერგა, რომლებიც ტვინის სიგნალებს ტექსტად და მეტყველებად გარდაქმნიან.

პაციენტი „ტვინი-კომპიუტერის“ ინტერფეისის (BCI) გამოყენებაში 280 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, რის შემდეგაც სისტემის სახლში გამოყენება დაიწყო და ოჯახთან, მეგობრებთან და ექიმებთან დამოუკიდებლად ამყარებდა კომუნიკაციას. მას ასევე შეეძლო კურსორის მართვა, რაც, მაგალითად, ინტერნეტში შესვლის საშუალებას აძლევდა. მოწყობილობის მიერთება და პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა ყოველდღიურად იყო საჭირო.

აღინიშნება, რომ პაციენტი მოწყობილობას 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9,5 საათს იყენებდა. პაციენტმა, მოწყობილობის მეშვეობით, 183 000-ზე მეტი წინადადება - თითქმის 2 მილიონი სიტყვა წარმოთქვა, წუთში საშუალოდ 56 სიტყვის სიჩქარით. მისივე შეფასებით, ფრაზების 92% სულ მცირე ნაწილობრივ სწორი იყო.

სურჯო სუკადარი ბერლინის კლინიკა „შარიტედან“ ამერიკელი კოლეგების მიღწევას „მნიშვნელოვან ეტაპს“ უწოდებს.

„მაშინ, როდესაც წინა კვლევები ძირითადად ლაბორატორიულ პირობებში აჩვენებდა ასეთი სისტემების შესაძლებლობებს, ეს შემთხვევა ადასტურებს მის გრძელვადიან და დიდწილად დამოუკიდებელ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში მსგავსი სისტემები შესაძლოა კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგოს მძიმე დამბლის მქონე ადამიანების სამკურნალოდ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა