მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია
ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია

ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადება იმ დროს გავრცელდა, როდესაც საბერძნეთი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მასშტაბურ შესყიდვას აგრძელებს.

F-35-ის პროგრამაში დაბრუნება ანკარის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს მხარს დაუჭერდა. თურქეთი პროგრამიდან 2020 წელს, რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო გარიცხეს.

Euractiv-ის ინფორმაციით, ნატოს სამიტის შემდეგ თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან S-400-ის შესაძლო გაყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა F-35-ის პროგრამაში დაბრუნებისთვის გზა გაიხსნას.

თუმცა, 22 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა „დემოკრატ“ კონგრესმენ უესლი ბელს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ თურქეთს აშშ-ის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, S-400-თან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაში.

ამ საკითხზე ანკარასთან კონტაქტების არსებობა მოსკოვმაც დაადასტურა.

საბერძნეთი, რომელმაც უკვე შეუკვეთა 20 ერთეული F-35-ის გამანადგურებელი და ისრაელი, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავებს უკვე იყენებს, თურქეთის პროგრამაში დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს და მათ სამხედრო უპირატესობას შეასუსტებს, წერს გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის

Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის

იმედი

ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ