
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ მოგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.
როგორც წითლიძე აცხადებს, ბევრის მთქმელია, რომ ნიკა გვარამიას "ნაცებისგან" თამარ ჩერგოლეიშვილი იცავს.
„ჩერგოლეიშვილი რომ გვარამიას ნაცებისგან იცავს — ეს უკვე ძალიან კარგი და ბევრისმთქმელია.
ყოჩაღ გვარამიას — ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ჩერგოდ მოგვევლინა.
რადგან მხოლოდ ეს არგუმენტი შემორჩათ ღალატის დასაფარად, მოდი, პუნქტობრივად მივყვეთ:
1. სააკაშვილისა და შევარდნაძის შემთხვევა საერთოდ არ ჰგავს გვარამიასა და სააკაშვილის შემთხვევას.
სააკაშვილის მცდელობა არ ჰქონია შევარდნაძისთვის მოქალაქეთა კავშირი აეხია. წამოვიდა, შექმნა საკუთარი პოლიტიკური ძალა და შემდეგ არჩევნებში დაამარცხა შევარდნაძე.
გვარამია კი წლების განმავლობაში თავად იყო სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე, მინისტრი, უკვე ოპოზიციაში პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი,იდეოლოგი და დამფუძნებელი მედიის ხელმძღვანელი. ჯერ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, შემდეგ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი — მედიის, რომელიც სწორედ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალის, ავტორიტეტისა და ძალისხმევის საფუძველზე შეიქმნა.
ბოლოს კი მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არხზე, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო, თავად სააკაშვილის თემის გაშუქებაც პრობლემად იქცა.
