მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

მიმდინარე თვეს თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, რათა ქვეყანას რუსულ დარტყმებთან გამკლავებაში დახმარებოდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში ტრამპმა ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლა, მან მოგვიანებით საკუთარი დაპირება უკან წაიღო.

პარასკევს, კემპ-დევიდის რეზიდენციაში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე Patriot-ის რაკეტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ტრამპმა ხაზი გაუსვა თავის შეშფოთებას ამერიკული მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიების გაზიარებასთან დაკავშირებით.

„ეს სერიოზული ნაბიჯია“, - განაცხადა ტრამპმა.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას სურს მიიღოს Patriot-ები, ასევე Tomahawk-ები, რომლებიც, როგორც იცით, სასიკვდილო იარაღია - ერთი თავდაცვითია, მეორე კი თავდასხმითი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ძალიან გონივრულად უნდა იმოქმედო, თუმცა ამავდროულად დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენ ამაზე არ დავთანხმებულვართ. საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ მსგავსი ტექნოლოგიების გადაცემა მარტივი გადაწყვეტილება არ არის. არ მგონია, ეს ოდესმე მოხდეს, თუმცა, იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას გადასცემ, შესაძლოა ოდესმე შენ წინააღმდეგ შემოტრიალდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლესფორმულა
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპის →

მსგავსი სტატიები

Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

იმედი

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება