მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

ასევე ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიას დაეთმო. ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

იმედი

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

იმედი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

იმედი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

იმედი