მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

იმედი|imedinews.ge

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებას ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

„ყოველ ჯერზე ასე ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის.

მინდა შეგახსენოთ კონკრეტული სახელები და გვარები, აღარ ჩამოვყვები ყველას, მაგრამ ადამიანები გყავდათ გამოცხადებული ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და შემდეგ თქვენს ეთერებში დადიან, გმირებად, პოლიტპატიმრებად გამოაცხადეთ და ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსებად გამოაცხადეთ ასეთი ადამიანები. ხომ უამრავია ასეთი, ვისაც აცხადებდით ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და მას შემდეგ, რაც განუდგნენ ხელისუფლებას, არიან თქვენი უსაყვარლესი პოლიტიკოსები, კოლექტიურ ძალას ვგულისხმობ. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. ევროპარლამენტმაც კი შეიტანა ეს საკითხი საკუთარ რეზოლუციაში. მარტივი რაღაც არის, ხედავენ, რომ არის ხელისუფლება, რომელიც კონკრეტული პრინციპების მოქმედებს, როგორც კი ვიღაც, ნებისმიერი დაუპირისპირდება ხელისუფლებას, რა შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეთ მანამდე გაკეთებული ამ ადამიანის მიმართ, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, აღარ აინტერესებთ და მერე აღმოჩნდება, რომ კორუფციისგან თავისუფალია ადამიანი და ის არის პოლიტპატიმარი და გმირი, რომელიც დაუპირისპირდა საზიზღარ ხელისუფლებას. ასეთი სქემები არ არის საინტერესო ჩვენთვის. როდესაც ოპოზიცია აცხადებს პოლიტპატიმრად კონკრეტულ ადამიანს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პოლიტიკური გეგმები ირაკლი ღარიბაშვილს.

„არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული. ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
  • „პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზეBM.GE
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

იმედი

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

იმედი

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

იმედი

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა

იმედი