მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრეი ერმაკის განცხადებით, მას გირაოს ფული არ აქვს
ანდრეი ერმაკის განცხადებით, მას გირაოს ფული არ აქვს

ანდრეი ერმაკის განცხადებით, მას გირაოს ფული არ აქვს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელსაც სასამართლომ კორუფციის საქმეზე 140 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა, განაცხადა, რომ მას ფული არ აქვს.

„ასეთი ფული მე არ მაქვს“, - განუცხადა ერმაკმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ზელენსკის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა აგრეთვე დასძინა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სამართლიანობისთვის იბრძოლებს.

„დასამალი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, ჩემი დამცველი და ადვოკატთა ჯგუფი აპელაციას შეიტანენ. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა კანონიერ საფუძველს, რათა სამართლიანობასა და სიმართლეს მივაღწიოთ“, - განაცხადა ერმაკმა.

ცნობისთვის უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს კორუფციულ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პატიმრობის ვადა 60 დღით განსაზღვრა. თუმცა, ერმაკს აქვს უფლება 140 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმრო დატოვოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი