მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრეი სიბიგა: რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია
ანდრეი სიბიგა: რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია

ანდრეი სიბიგა: რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის ფედერაციიდან გაჟღერებულ ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც აშშ-ის მიერ „ანკორიჯის სულისკვეთების“ შეთანხმებებიდან გადახვევას ეხება. სიბიგამ აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად მოსკოვმა ომის დასრულების შესახებ ნამდვილ მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს.

მისი თქმით, რუსული მხარის გარდა არავის ესმის ბოლომდე, თუ რას გულისხმობენ ისინი ე.წ. „ანკორიჯის სულისკვეთებაში“, როდესაც რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობენ.

„რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ სულად იქცეს და გაქრეს“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მანამდე მოსკოვში განაცხადეს, რომ აშშ „აღარ არის ობიექტური შუამავალი“ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებში, რასაც თან ახლდა ანკორიჯის შეთანხმებების შეხსენებაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი