მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანია ტეილორ-ჯოი „გოლუმზე ნადირობას“ შეუერთდება🎬
ანია ტეილორ-ჯოი „გოლუმზე ნადირობას“ შეუერთდება🎬

ანია ტეილორ-ჯოი „გოლუმზე ნადირობას“ შეუერთდება🎬

იმედი|imedinews.ge

მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ ითამაშებს. სტუდია Warner Bros.-მა გამოაცხადა, რომ ტეილორ-ჯოი ელფ სერენს განასახიერებს. მას მეფე თრანდუილის ერთგულ და მომაკვდინებელ მზვერავად მოიხსენიებენ. ეს არის არაკანონიკური პერსონაჟი, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შექმნეს.

სტუდიამ ძირითადი სამსახიობო შემადგენლობა ჯერ კიდევ აპრილში დაასახელა. ცნობილია, რომ ფილმში ჯეიმი დორნანი, ლეო ვუდალი, ლი ფეისი, იენ მაკკელენი, ენდი სერკისი და კეიტ უინსლეტი ითამაშებენ.

ფილმის რეჟისორი ენდი სერკისია. ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები არიან და მუშაობის ყველა ეტაპში იღებენ მონაწილეობას.

„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია - „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი