მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, რადგან ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“ - ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა
„არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, რადგან ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“ - ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა

იმედი|imedinews.ge

ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა. 2013 წლის ჩათვლით, ისინი აგვისტოს ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თარიღი 7 აგვისტოთი შეცვალეს. ასევე აღსანიშნავია, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი 9 აგვისტოს ბრძანებულებაში წერდა, რომ როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდა.

„გარკვეულ პერიოდში დაზუსტდა, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ინტერვენცია. მე სააკაშვილის ამბავი არ ვიცი. ბევრი [რუსეთის ფედერაციის სამხედრო] შემოვიდა, ანუ უფრო ფართო იყო 8 აგვისტოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

„საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, იმიტომ რომ, ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ.

„არ მაინტერესებს დადგენილებები, დღეს როდესაც ეს ომი უკვე არის ისტორიული მოვლენა, უნდა შევაფასოთ ისტორიული დოკუმენტების შესაბამისად. საკმაოდ დოკუმენტირებული ომია, საბრძოლო მოქმედებები, საქართველოს სამხედრო ნაწილებზე თავდასხმები დაიწყო დღეს“, - განაცხადა „ლელოს საქართველოსთვის“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 296 სტატია.

  • რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტიტვ პირველი
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია