მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელი
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელი

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელი

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 15:56|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. კონგრესმა აღნიშნული დოკუმენტი თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ, იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით გადაუგზავნა.

ხელმოწერილი კანონი, სახელწოდებით "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი", პატივს მიაგებს გარდაცვლილ რესპუბლიკელ სენატორს, რომელიც ივლისში მის მოულოდნელ გარდაცვალებამდე, ერთ წელზე მეტხანს აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ ინიციატივაზე. კანონპროექტის თანაავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალია.

კანონი სანქციებს უწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს, ასევე რუსულ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. დოკუმენტი ასევე მიზანში იღებს მოსკოვის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს და ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" - ტანკერებს, რომლებიც დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება.

კანონის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი ტრამპს უფლებამოსილებას ანიჭებს, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს მყიდველს. მოსალოდნელია, რომ ეს ზომა ყველაზე მძიმედ ჩინეთსა და ინდოეთს დაარტყამს, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის ორი უმსხვილესი იმპორტიორია. კანონპროექტი ასევე ცალკე აფართოებს სანქციებს ირანის ენერგეტიკისა და იარაღის სექტორებზე.

კანონპროექტს სენატმა მხარი გასულ თვეში დაუჭირა, წარმომადგენელთა პალატამ კი - ოთხშაბათს, როდესაც მას 58-მა დემოკრატმა მისცა ხმა. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული პირველი მსხვილი კანონპროექტი ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელმაც კონგრესის მხარდაჭერა მიიღო.

ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიზანი კრემლისთვის საომარი მოქმედებების დასაფინანსებელი რესურსების შეზღუდვა და პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც კენჭისყრამდე კანონმდებლებთან აქტიურად მუშაობდა, კანონს "უაღრესად ძლიერი ინსტრუმენტი" უწოდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კანონი "მაქსიმალურ წნეხს" უქმნის "რუსულ სამხედრო მანქანას", ხოლო ბლუმენტალმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს: "ჩვენ თქვენი სუსტი წერტილი ვიცით", - მიმართა მან პუტინს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • რუსეთის მასშტაბური იერიში დნიპროზე - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, დაშავებულია 5 ადამიანიტვ პირველი
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისრუსთავი 2
  • ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 54 400 სამხედროფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →ტრამპი →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

BM.GE

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

BM.GE

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

BM.GE

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

BM.GE