მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ - საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან
არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ - საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან

იმედი|imedinews.ge

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და ტრადიციული პარტნიორების გარდა, ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან გააღრმავა თანამშრომლობა.

„დღეს კი რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს. საქართველო აგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან.

ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით - იმ ფონზე, როდესაც მოგვიანებით, ზოგიერთი პირის პარადოქსული განცხადებების მიუხედავად, თავად ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებიც აქტიურად შეუდგნენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე, სულ ახლახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ამ ფონზე მინდა ვკითხო ოპოზიციას - დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ?“ - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი