მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა
არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა

არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა

იმედი|imedinews.ge

არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, რადგან საქართველო არ ასრულებს ევრო ბიუროკრატების დავალებას, საქართველოში გამართულ ძალადობრივ აქციას შეუძლიათ უწოდონ მშვიდობიანი და საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, მშვიდობიან აქციას ხელკეტებითა და ძაღლების საშუალებით შლიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ჩვენი გუნდი არ ასრულებს გარკვეული ევრო ბიუროკრატების და მათ უკან მდგომი ადამიანების დავალებებს და არ ვრთავთ ჩვენს ქვეყანას მეორე ფრონტის სახით ომში, შესაძლებელია, რომ იმ აქციას, სადაც ცდილობდნენ, რომ ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები და გაენადგურებინათ პარლამენტი, უწოდონ მშვიდობიანი აქცია, ხოლო საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანად გამოხატავდნენ ადამიანები თავიანთ მოსაზრებას, შესაძლებელია, რომ ძაღლებით მიუცვივდნენ და ხელკეტებით სცემონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

რატომ არ აქვს ბრიუსელს დანიაში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება? ამ კითხვას სვამს საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის ლიდერების დუმილს, პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე, ორმაგი სტანდარტის ნათელ მაგალითად მიიჩნევს.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს