მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში

კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში

ფორმულა|formulanews.ge

სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი საგანგაშო არ არის და ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება.

„ძალიან მოკლე დროში მოსული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მხოლოდ თბილისში არ ქმნის პრობლემებს. მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია. თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა თბილისში არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყველგან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ, პირველ რიგში, ვაახლებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ სანიაღვრე სისტემებს და ა.შ.

გვახსოვს, წინა წლებში გზების რეაბილიტაცია ხშირად მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით შემოიფარგლებოდა. ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა, დღეს კი ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს.

არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ მიდგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველა იმ ქუჩასა და გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაახლებთ. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ამავე პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდაიმედი
  • ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზეBM.GE
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

ფორმულა

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

ფორმულა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ფორმულა