
არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ
ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკავშირებით.
გორდულაძის თქმით, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ.
„ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ. ისე დაიწყებენ ომს, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში მსურველები არიან ომის დაწყების, ტერიტორიების განადგურების, ხალხის დახოცვისა და დაღუპვისა, ამაზე საერთოდ არც კი ფიქრობენ.
ამ ხალხის ადგილი არ არის საერთოდ არავითარ პოლიტიკაში“, - აღნიშნა მან.
აქტივისტ გიორგი ახობაძეს უკრაინის მიერ ქართული ნავთობტერმინალების დაბომბვა სურს. მანამდე კი დაბომბვას ითხოვდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებიც. კამპანია განახლდა. უკრაინაში ომის დაწყების დროს ბომბებს ითხოვდა ნინო ლომჯარია.
იმედი
წყარო: imedinews.ge