მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო
არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო

არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო

იმედი|imedinews.ge

გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო ვიზალიბერილიზაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მგადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

გორდულაძის თქმით, როგორ შეიძლება საქართველოში რაიმე ინტერესების გატარებაზე იყოს საუბარი ისეთი პირისგან, როგორც გიორგი კანდელაკია.

„მე თვითონ გამომქონდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ფიზიკურად ვერც კი მოვასწარი ჩამოვსულიყავი კომიტეტის სხდომიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში და მესამე მოსმენით განგვეხილა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, (რომელიც ავალდებულებს პირს, რომ სანამ გრანტს გასცემს შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან), რომ საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტი ორ პირზე, გიორგი კანდელაკსა და ხვადაგიანზე. ამის შეფუთვა იყო ის, რომ თურმე ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა ბატონ გიორგი კანდელაკს და ხვადაგიანს ( მგონი გვარი არ მეშლება) სადმე ვინმეს გინახავთ გიორგი კანდელაკი სახაზავით დადიოდეს და ტურისტულ მარშრუტებს აწყობდეს?!

მაგრამ, ეს გიორგი კანდელაკი ნამდვილად გინახავთ ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო ვიზალიბერილიზაცია, დეზინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელია.

ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, ჩვენი ინტერესები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან, ძალასთან ურთიერთობისას ინტერესების თანხვედრა მოხდეს, ამ თანხვედრის გარეშე უბრალოდ პარტნიორობა გამორიცხულია. ერთი წამით კითხვა დავსვათ, როგორ შეიძლება რაიმე ინტერესების გატარებაზე საქართველოში იყოს საუბარი მაგალითად ისეთი პირისგან, როგორც გიორგი კანდელაკია?! “, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი