მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას
არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება და უსამშობლოობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსამშობლოთა გაერთიანებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საფუძველი. ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც უსამშობლოობის კლასიკური მაგალითია.

როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო? ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, პატრონები ცდილობენ გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. ამის დასაწყისი არის ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები სჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადება. შემდეგ ამ ყველაფერს აჰყვა მათი გაგრძელება, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგოც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მოიპარეს

სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მოიპარეს

იმედი

დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

იმედი

Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს

Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს

იმედი