მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს
Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს

Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს

იმედი|imedinews.ge

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ფარული მიწოდება ააწყვეს, - წერს Bloomberg-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნავთობის მსოფლიო ფასების ბარელზე 80-90 დოლარის დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ნავთობი გადააქვთ გემებით, რომლებსაც ტრანსპონდერები გამორთული აქვთ, შემდეგ კი ომანის ყურეში ტანკერებზე გადააქვთ, რათა შემდგომში ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ფარული მიწოდების მასშტაბებზე Sentinel 1-ის თანამგზავრული ფოტოები მოწმობს. 11 აგვისტოს გადაღებულ სურათებზე ომანის სანაპიროსთან სხვადასხვა ზომის დაახლოებით 150 გემი ჩანს. იანვარში ამ რაიონში მხოლოდ 40-მდე გემი იმყოფებოდა.

ამ გზით ტრანსპორტირებული ნავთობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. გამოცემის წყაროებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ დღე-ღამეში „4 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი“ გადაიზიდება.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა კრის რაიტმა მანამდე განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში ჰორმუზის სრუტე, ბლოკადის მიუხედავად, დღე-ღამეში დაახლოებით 9 მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა. ეს არის იმ მოცულობის დაახლოებით ნახევარი, რომლის ტრანსპორტირებაც ჰორმუზის სრუტის გავლით აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყებამდე ხორციელდებოდა.

აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის მსოფლიო ტრანზიტის 20%-მდე გადიოდა. ომის დაწყების შემდეგ ირანმა სრუტე გემების გადაადგილებისთვის ჩაკეტა, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. აშშ-მა, თავის მხრივ, საზღვაო ბლოკადა დააწესა და ირანის პორტებში გემებს არ უშვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდაBM.GE
  • ნავთობის ახალი მარშრუტები - ყაზახეთი ექსპორტის გაზრდას საქართველოს გავლით გეგმავსრუსთავი 2
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

ხანძრით დაზარალებული ჟირონდის მოსახლეობა საფრანგეთის პრემიერს სტვენით შეხვდა

ხანძრით დაზარალებული ჟირონდის მოსახლეობა საფრანგეთის პრემიერს სტვენით შეხვდა

იმედი

სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მოიპარეს

სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მოიპარეს

იმედი

დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

იმედი