
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შეფასებისას.
„უბრალოდ, ეს გაჟღერდა საჯარო სივრცეში, რომ დიახ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარია, მშვიდობა იყოს, იყოს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. ამ ინფორმაციის გაჟღერება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელს არ აძლევს და ამიტომაც მიიყუჟნენ, დაიმალნენ, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევის - მშვიდობისა და ამაზე დაშენებული ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა მიზანს ვერ აღწევს, ამას რა თქმა უნდა, ვერ გააჟღერებენ ვერც თავიანთი მხარდამჭერებისა და ვერც თავიანთი პატრონების წინაშე და არიან ახლა ჩირგვებში დამალულები“, - განაცხადა გორდულაძემ.
IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge