მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს
კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს

კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, შეუძლებელია ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კაია კალასმა, ვარშავაში, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროპა კვლავაც მხარს უჭერს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ყველა ძალისხმევას. მისი თქმით, ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა.

"ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს.

ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს.

ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს.

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება", - განაცხადა კალასმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • ესპანეთი უკრაინას €437 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემსBM.GE
  • ირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენრუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
უკრაინის →მხარეს →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა