მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას
არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

იმედი|imedinews.ge

სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები, იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ვახო სანაიას დაკავებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას.

„სულ ბოლო პრაქტიკა, სლოვენიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად ასეთი იყო, რომ როდესაც არაერთხელ, არაერთი სახდელის გამოყენების მიუხედავად, როდესაც სიძულვილის ენით არის წარმოდგენილი კონკრეტული ადამიანი, აყენებს სხვას შეურაცხყოფას, ლახავს სხვის ღირსებას, არა თუ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრულად შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასა და კონვენციასთან.

მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. როგორც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვახო სანაიამ არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმები, აგრძელებდა სამართალდარღვევით ქცევას, რის გამოც სასამართლოში შუამდგომლობის სახით დააყენეს პატიმრობის მოთხოვნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

იმედი

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს

იმედი