
ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს
იმედი|imedinews.ge
„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“, - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.
აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. აქცია პარტია „ბუნდეს სარა ვაგენკნეხტის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ცნობისათვის, გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლი“ და ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო ლაიფციგის ინციდენტის გამო დახურა. გერმანულმა მხარემ მოსკოვი ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge