მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არგენტინამ ეგვიპტე დაძაბულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
არგენტინამ ეგვიპტე დაძაბულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

არგენტინამ ეგვიპტე დაძაბულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრებმა 1/8-ფინალში ეგვიპტე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ატლანტაში გამართული შეხვედრა უკიდურესად დაძაბული გამოდგა.

ეგვიპტელები მატჩის მსვლელობისას ორჯერ იგებდნენ, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა შეხვედრის ბოლო წუთებზე თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. არგენტინის რიგებში თავი კრისტიან რომერომ, ლიონელ მესიმ და ენცო ფერნანდესმა გამოიჩინეს. ეგვიპტელთა სამწვრთნელო შტაბის წევრმა სააფან ელ-საგირმა კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო.

მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა ლიონელ მესისთვის, რომელმაც არაერთი ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფის ექვს მატჩში ზედიზედ გაიტანა. 39 წლის თავდამსხმელი ამჟამად 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო საგოლე გადაცემით ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი გახდა.

ამასთან, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხე პენალტი ვერ გაიტანა, რაც ტურნირის ანტირეკორდია. ასევე, ის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორი პენალტი ვერ გამოიყენა.

არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში შვეიცარიისა და კოლუმბიის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა - მათ ჯგუფური ეტაპის გადალახვა პირველად შეძლეს.

მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი