
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ლეო მესის ჰეთთრიკით დაიწყო
იმედი|imedinews.ge
არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
J ჯგუფში არგენტინელთა მეტოქე ალჟირი იყო. შეხვედრა არგენტინის უპირატესობით დაიწყო და მე-17 წუთზე შეუდარებელმა ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა.
მატჩის მე-60 წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2:0 არგენტინელთა სასარგებლოდ გახადა, ხოლო 76-ე წუთზე არგენტინელთა „ათიანმა“ ჰეთთრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
სამი ქულით არგენტინა J ჯგუფის ლიდერია. ალჟირი ნული ქულითა და სამი გაშვებული გოლით ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge