მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ. სიტყვით გამოსვლისას, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ კოლეჯმა წლების განმავლობაში მაღალი დონის სასწავლო პროგრამების განხორციელებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და განვითარებაში.

მოგვიანებით, კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო ოპერაციების პრინციპები, ლიდერობა და მენეჯმენტი, გაერთიანებული და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა, ომის თეორია და სამხედრო ხელოვნების ისტორია, ასევე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები შეისწავლეს. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება, რათა განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი