მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა
აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა

აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა

იმედი|imedinews.ge

აშშ და ირანი ზედიზედ მეოთხე ღამეა დარტყმებს ცვლიან. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად და ირანის სანაპირო რაიონებში ათობით სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

აშშ-ის დარტყმების სერია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, - ნათქვამია სამხედროების ანგარიშში. ამერიკულმა გამანადგურებლებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და ხომალდებმა იერიშები მიიტანეს ირანის სარაკეტო ობიექტებზე, დრონების ბაზებზე, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და სანაპირო დაცვის სისტემებზე.

ირანში განაცხადეს, რომ საპასუხო დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ბაზებზე განახორციელეს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ამტკიცებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს ქუვეითში, მინა-აბდულას რაიონში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ობიექტებს ბაჰრეინში, ასევე, ამერიკულ ბაზას იორდანიის ქალაქ ალ-აზრაკში.

გარდა ამისა, აშშ-მა განაახლა იმ გემების საზღვაო ბლოკადა, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან. ბლოკადის აღდგენის შესახებ წინა დღეს, 14 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა.

ამერიკის ლიდერი ასევე დაიმუქრა, რომ იერიშებს მიიტანს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე, თუ თეირანი აშშ-სთან ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ განაახლებს. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლები კავშირზე არიან ირანის წარმომადგენლებთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი