მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა

იმედი|imedinews.ge

COVID-19-ის პანდემიამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიონობით დოლარი გამოყო უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ღამურების კორონავირუსებზე ე.წ. „ფუნქციის გაძლიერების“ (gain-of-function) კვლევების დასაფინანსებლად. ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ავრცელებს.

როგორც ეროვნული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ აღნიშნული კვლევები მიიჩნევა დღეს ფართოდ იმ არაგანზრახ ლაბორატორიულ გაჟონვასთან დაკავშირებულ საქმიანობად, რომელმაც COVID-19-ის პანდემიას დაუდო საფუძველი.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფაუჩი აქტიურად მონაწილეობდა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ დაზვერვის შეფასებების ფორმირებაში და გავლენას ახდენდა მათ შინაარსზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მან 2024 წელს კონგრესში ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენების დროს არასწორი ინფორმაცია წარადგინა, როდესაც უარყო დაზვერვის წარმომადგენლებთან ვირუსულ კვლევებზე განხილვებში მონაწილეობა.

„COVID-19-ის პანდემიამ უზარმაზარი ტკივილი და სირთულეები მოუტანა მილიონობით ამერიკელსა და მსოფლიოს მრავალ მოქალაქეს. წლების განმავლობაში გავრცელებული სიცრუის, ცენზურისა და ინფორმაციის დაფარვის შემდეგ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას, სიმართლესა და ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა.

გაბარდის თქმით, სიმართლის დამალვისთვის გამოყენებული მეთოდები „დიფ სთეითის“ მოქმედების სტილს ჰგავს. გაბარდი ამტკიცებს, რომ ფაუჩიმ საკუთარი ქმედებების დასაფარად დაზვერვის მონაცემებით მანიპულირება მოახდინა, კონგრესს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ფაუჩის რეკომენდაციები ხშირად აისახებოდა დაზვერვის ოფიციალურ შეფასებებში, ხოლო მისი მხარდაჭერით მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები დაზვერვის თანამეგობრობისთვის სანდო წყაროებად განიხილებოდა.

გაბარდის მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, რამდენიმე მამხილებელმა განაცხადა, რომ ლაბორატორიული გაჟონვის ჰიპოთეზის მხარდამჭერი ანალიტიკოსები ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ. მათ შორის მოყვანილია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს კარიერული წინსვლის პერსპექტივების დაკარგვით აშინებდნენ ან მათი საჩივრების ანონიმურობის დაცვა სათანადოდ არ ხდებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა