მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა, - დაადასტურა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა.

„ჩვენ ვაცხადებთ საბრალდებო დასკვნას რაულ კასტროსა და კიდევ რამდენიმე პირის წინააღმდეგ, აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულების საქმეზე“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტსა და სხვა ფიგურანტებს ბრალი სხვა დანაშაულებშიც წარედგინათ, მათ შორის საჰაერო ხომალდის განადგურებასა და მკვლელობის ოთხ ცალკეულ ეპიზოდში. შეერთებული შტატები მოელის, რომ კასტრო ამა თუ იმ გზით წარდგება სასამართლოს წინაშე.

„ჩვენ მუდმივად ვუყენებთ ბრალს ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ადამიანებს და არსებობს სხვადასხვა გზა მათ აქ ჩამოსაყვანად. [...] ჩვენ მოველით, რომ ის აქ ნებაყოფლობით ან სხვა გზით გამოცხადდება“, - აღნიშნა ბლანშმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს მაქსიმალური სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კუბის მოქმედმა ხელმძღვანელმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, მათი მიზანი კი კუნძულის მიმართ აგრესიის გამართლებაა.

1996 წლის თებერვალში კუბის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს უფლებადამცველი ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ის ორი თვითმფრინავი, რომელიც მაიამიში კუბელმა ემგრანტებმა დააფუძნეს.

კუბის სამხედრო უწყებას მაშინ რაულ კასტრო ხელმძღვანელობდა. დაიღუპა ეკიპაჟის ოთხი წევრი. კუბის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დარღვევით გაამართლა. თუმცა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ თავდასხმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით