მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

იმედი|imedinews.ge

რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

წამყვანმა მას კითხვა დაუსვა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს მომავალი 6 თვის განმავლობაში, რომლის შემდეგაც გაირკვევა, დასანქცირდება თუ არა „ყულევი“.

„ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან. როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე, საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი თემა, საკითხი, შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით, დღიდან გაცხადებისა, ამას გავაგრძელებთ. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან. საჭიროების შემთხვევაში ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის მხარეს იმისათვის, რომ ის, რასაც ვსაუბრობთ, დოკუმენტურად იყოს ნაჩვენები, თუ ეს საჭიროება არსებობს ევროკავშირის მხარის მიერ.

გარკვეულად უცნაურიც არის, 6 თვის წინსწრებით სანქციების სიაში კომპანიის შეყვანა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. საკმაოდ ხანგრძლივი იყო ამ პაკეტზე შეთანხმების პროცესი. არაერთი ქვეყნის ინტერესი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არ ყოფილიყო კომპანიების ჩამონათვალი ისეთი, როგორიც პირველად შეთავაზებაში და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა ამ პაკეტმა. რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

იმედი

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

იმედი

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

იმედი