მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი: აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი: აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, მაქსიმილიან თრქულიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საიდუმლო სამსახური ასრულებს კრიტიკული მნიშვნელობის როლს აშშ-ის ფინანსური სისტემის სტაბილურობის და სანდოობის დაცვაში ისეთი დანაშაულების გამოძიებით და პრევენციით, როგორიცაა გაყალბება, ფინანსური თაღლითობა და კიბერსაშუალებების მეშვეობით ჩადენილი ფინანსური დანაშაულები.

„აშშ-ის საიდუმლო სამსახური ცნობილია აშშ პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის დაცვით, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია ორმაგი მისია - ვფოკუსირდებით როგორც დაცვაზე, ისე გამოძიებაზე. ბევრმა არ იცის, რომ საიდუმლო სამსახური ასრულებს კრიტიკული მნიშვნელობის როლს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის სტაბილურობის და სანდოობის დაცვაში ისეთი დანაშაულების გამოძიებით და პრევენციით, როგორიცაა გაყალბება, ფინანსური თაღლითობა და კიბერსაშუალებების მეშვეობით ჩადენილი ფინანსური დანაშაულები და დღეს აქ ზუსტად ამის გამო ვიმყოფები.

დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში დამნაშავეები უწყვეტად იღებენ მიზანში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულებს, რითაც თავიანთ დანაშაულებს გლობალურ საფრთხედ აქცევენ. ამ ორგანიზაციების გამოვლენის, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დაშლისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორი სამართალდამცავი ორგანოების მულტინაციონალური ძალისხმევა. ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები. უღრმეს მადლობას ვუხდით ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს თავიანთი საქმიანობის გამო. დასკვნის სახით, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის და ველით პარტნიორობის გაგრძელებას მომავალში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა აგენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგებიBM.GE
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი