მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

CENTCOM-ის პრესრელიზის თანახმად, 7 მაისს, როდესაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვადი სარაკეტო გამანადგურებლები ჰორმუზის სრუტიდან ომანის ყურისკენ მიემართებოდნენ, ირანულმა მხარემ მათზე „უმიზეზო თავდასხმა“ მიიტანა.

ამერიკელმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და საპასუხო დარტყმები თავდაცვის მიზნით განახორციელეს.

ამერიკული ძალების სამიზნეს წარმოადგენდა ირანის შემდეგი სამხედრო ინფრასტრუქტურა: რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები; მართვისა და კონტროლის ცენტრები; სადაზვერვო და დაკვირვების კვანძები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანულმა ძალებმა მრავალჯერადი რაკეტები, დრონები და მცირე ზომის კატარღები გამოიყენეს ამერიკული გამანადგურებლების წინააღმდეგ, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო დერეფანში გადაადგილდებოდნენ.

CENTCOM-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკული სამხედრო აქტივები არ დაზიანებულა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტებზე →ირანის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი