მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

BM.GE30 ივლისი, 2026, 19:41|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. უწყების ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შესული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს.

"ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.

ამავდროულად, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით", - წერია სეს-ის ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესშიიმედი
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE