მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მასშტაბით და დონალდ ტრამპს „კულტურულ ომში“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოუტანს.

სასამართლომ ხმათა უმრავლესობით გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ იყო მიღებული, რომლებმაც უჩივლეს შესაბამის შტატებს ვესტ ვირჯინიასა და აიდაჰოში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის გამო.

სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა აიდაჰოს კოლეჯის სტუდენტის, ლინდსი ჰეკოკსისა და ვესტ ვირჯინიის 15 წლის სკოლის მოსწავლის, ბეკი პეპერ-ჯექსონის საქმეებს.

სასამართლომ - რომელშიც 6-3 თანაფარდობით კონსერვატორთა უმრავლესობაა - დაადგინა, რომ ტრანსგენდერებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა არ არღვევს სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას განათლების სფეროში.

სამი ლიბერალი მოსამართლე გადაწყვეტილების ზოგიერთ ნაწილს არ დაეთანხმა, თუმცა სხვა ნაწილებში მხარი დაუჭირა უმრავლესობის პოზიციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავსBM.GE
  • მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი რუხაძე ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდნენტვ პირველი
  • პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს უსმენსრუსთავი 2
  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი