მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს
“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 00:49|bm.ge

“ქართული ოცნება” საკონსტიტიციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. აღნიშნულის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ -მინისტრის, გახარიას პარტია.

„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“. აქ შეიძლება გაჩნდეს ახლა კითხვები, რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული იმ სარჩელში, რომელი სარჩელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, როცა აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“. მაგრამ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით“, - განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა" და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" აკრძალვაა მოთხოვნილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებასფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →სასამართლოში →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

BM.GE

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

საქართველომ 9 თვეში კოსმეტიკურ საშუალებებში $85.3 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?

BM.GE