მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა
აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა

აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა

იმედი|imedinews.ge

კალიფორნიის ქალაქ პასიფიკაში, ლინდა-მარის პლაჟზე ძაღლებს შორის სერფინგის მე-10 ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. CBS News-ის ცნობით, შეჯიბრში სხვადასხვა ჯიშის 14-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა - მინიატიურული ცვერგპინჩერებიდან დაწყებული, ლაბრადორებითა და ფრანგული ბულდოგებით დამთავრებული. მსაჯები მონაწილეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ ისინი ტალღაზე და რამდენად დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს დაფაზე.

შეჯიბრი რთულ პირობებში ჩატარდა - კალიფორნიის სანაპიროსთან ტალღები ჩვეულებრივზე მაღალი იყო, რის გამოც ცხოველთა უსაფრთხოების მიზნით ორგანიზატორებს ფინალური ტურის ნაწილის გაუქმება მოუწიათ. ამის მიუხედავად, რამდენიმე ყველაზე გამოცდილი ძაღლი წყალში მაინც შევიდა.

ტურნირიდან ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა ლაბრადორი სახელად რიპინ როზი, რომელიც თავის პატრონთან, სტივ დროტართან ერთად გამოდიოდა. როზიმ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის Top Dog-ის ტიტული, პირველი ადგილი XL Dog Surfing-ის კატეგორიაში და ტანდემში „ადამიანი-ძაღლი“, ასევე მეორე ადგილი Dream Team-ის კატეგორიაში.

ჩემპიონატი საქველმოქმედო მიზნებსაც ემსახურება. ღონისძიების განმავლობაში შეგროვებული შემოწირულებები ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციებს გადაეცემათ. გარდა ამისა, მაყურებლებს საშუალება აქვთ გაიცნონ ძაღლები, რომლებიც ახალ პატრონს ეძებენ, და სურვილის შემთხვევაში, ოთხფეხა მეგობარი სახლში წაიყვანონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი

გიორგი ტყემალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პროექტში აუცილებელია მესაკუთრეების 100%-იანი თანხმობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული

გიორგი ტყემალაძე: ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება

გიორგი ტყემალაძე: ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება

იმედი

გიორგი ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი. ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

გიორგი ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი. ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

იმედი