მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა
აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში ოლგა სტეფანიშინას კორუფციის საქმეზე 6 მილიონი გრივნის (დაახლოებით 130 ათასი დოლარი) ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტეფანიშინას უკანონო გამდიდრებას ედავებიან. მანამდე სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სასამართლოსთვის 13 მილიონი გრივნის (დაახლოებით 290 ათასი დოლარი) ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურორის განცხადებით, სტეფანიშინამ დეკლარაციაში არ ასახა ორი ბინა, ასევე თანხები, რომლებიც ამ ბინების რემონტს, დედის მკურნალობას, ავიაბილეთებისა და კიდევ ერთი ბინის ქირას მოხმარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ასევე არ მიუთითა, რომ სარგებლობდა ერთ-ერთი დაქვემდებარებული თანამშრომლის სახელზე რეგისტრირებული Mercedes-ის ავტომობილით.

პროკურორის თქმით, სტეფანიშინა სხვა პირებსაც აძლევდა მითითებებს, მის ნაცვლად შეეძინათ აქტივები. გამოძიების შეფასებით, ყოფილი ელჩის ხარჯები მის ოფიციალურ შემოსავლებსა და დანაზოგებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

პროკურორის განცხადებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტეფანიშინას მიერ შეძენილი აქტივების საერთო ღირებულებამ 13,9 მილიონი გრივნა (დაახლოებით 310 ათასი დოლარი) შეადგინა.

გამოძიების ვერსიით, სტეფანიშინა 2024 წელს კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსშიც ჩაერია. პროკურატურის ინფორმაციით, მან ხელისუფლებისადმი ლოიალურ საკონკურსო კომისიის წევრებს კონკრეტული კანდიდატების, მათ შორის ვიქტორ პავლუშჩიკის, მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მოგვიანებით სწორედ პავლუშჩიკი დაინიშნა სააგენტოს ხელმძღვანელად.

ანტიკორუფციული ორგანიზაციები პავლუშჩიკს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების გატარებასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებენ, რასაც ის უარყოფს.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მიმოწერის თანახმად, სტეფანიშინას ერთ-ერთ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დეტექტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და NACP-ის ხელმძღვანელობის კანდიდატს, ოლექსანდრ სკომაროვს, „30 ქულა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეღო“ და მისთვის „რაც შეიძლება ნაკლები ქულა უნდა დაეწერათ, რადგან ის უკვე მაქსიმუმთან ახლოს იყო“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტეფანიშინა აშშ-ში ელჩის თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა. სტეფანიშინა 2025 წელს აშშ-ში ელჩად დანიშვნამდე 2020-2025 წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, ხოლო 2024-2025 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტსაც იკავებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

იმედი

მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈

მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈

იმედი

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

იმედი

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

იმედი