მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა მოიგო
„ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა მოიგო

„ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა მოიგო

იმედი|imedinews.ge

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტული. სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო არენაზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისურმა კლუბმა გერმანული „ფრაიბურგი“ დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი, დიდწილად, პირველივე ტაიმის მიწურულს გადაწყდა. ანგარიში 41-ე წუთზე იური ტილემანსმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (45+3) ემილიანო ბუენდიამ ბირმინგემელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის საბოლოო წერტილი 58-ე წუთზე მორგან როჯერსმა დასვა.

ეს გამარჯვება განსაკუთრებული აღმოჩნდა „ასტონ ვილას“ ესპანელი მწვრთნელისთვის, უნაი ემერისთვის. ის ევროპა ლიგის გამარჯვებული კარიერაში უკვე მეხუთედ გახდა, რაც აბსოლუტური რეკორდია და სხვა არცერთ მწვრთნელს მსგავსი შედეგი არ აქვს.

ემერიმ ტურნირი სამჯერ „სევილიასთან“, ერთხელ „ვილიარეალთან“, ახლა კი უკვე „ასტონ ვილასთან“ ერთად მოიგო. გარდა ამისა, მის აქტივში „არსენალთან“ ერთად ამავე ტურნირის ფინალში გასვლაც ფიქსირდება.

ბირმინგემელებს აქამდე ევროპა ლიგის/უეფას თასის მეოთხედფინალზე შორს არასდროს მიუღწევიათ. თუმცა, კლუბს უფრო მდიდარი ევროპული ისტორია აქვს - 1982 წელს მათ ევროპის ჩემპიონთა თასი და უეფას სუპერთასი მოიგეს.

გერმანული კლუბისთვის ეს ევროტურნირების ისტორიაში პირველი ფინალი იყო. აქამდე მათი საუკეთესო შედეგი ტურნირის მერვედფინალში გასვლა იყო - 2023 და 2024 წლებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი