მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.

Cloud 9 დედამიწიდან დაახლოებით 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, სპირალური გალაქტიკა მესიე 94-ის გვერდით მდებარეობს. ობიექტი დაახლოებით მილიონი მზის მასის წყალბადის ღრუბელს შეიცავს, მისი გარშემომყოფი ბნელი მატერიის მასა კი კიდევ 5 მილიონ მზის მასად ფასდება.

ამასთან, Cloud 9 ხილულ სინათლეს არ გამოსცემს. ჯერ კიდევ იანვარში კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ამ არეალში უჩვეულოდ დაბალი სიკაშკაშე დააფიქსირა.

დამატებითი შემოწმებისთვის, კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან იგნასიო ტრუხილიოს ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებმა კანარის დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა HiPERCAM-ი გამოიყენეს. დაკვირვებები 2,36 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღებული გამოსახულებები ამ რეგიონის წინა გადაღებებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ღრმა აღმოჩნდა.

ახალმა მონაცემებმა ძველი ვარსკვლავების ან ლითონების დაბალი შემცველობის მქონე ობიექტების სუსტი ნათებაც კი არ გამოავლინა. მეცნიერებმა Cloud 9-ის ვარსკვლავური მასის ზედა ზღვარი 16 ათას მზის მასად შეაფასეს, რაც ამ ზომის ობიექტისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის  - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა

ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იმედი

ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი

ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება

ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება

იმედი