მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ნატანების ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და აღდგება სადრენაჟე მომსახურება 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ

ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ

იმედი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება

იმედი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება

იმედი

The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად

The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად

იმედი