მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავთანდილ კასრაძე: აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის
ავთანდილ კასრაძე: აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის

ავთანდილ კასრაძე: აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn -ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

„უნივერსიტეტები ინოვაციების ბუნებრივი ეპიცენტრებია - ადგილი, სადაც ცოდნა იდეად გარდაიქმნება, ხოლო იდეა - ბიზნესად. სწორედ ამიტომ, CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.

CUnicorn-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეექვსედ ტარდება და აერთიანებს ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვატორებსა და დამწყებ სტარტაპებს, რომელთაც საკუთარი იდეების განვითარება სურთ.

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: Opti, Flexi, Hatch, Kan-Guroo, Kere, StudOrga, SwipeSights და AI Sakhli. პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები ჟიურის, ინდუსტრიის ექსპერტებს, ინვესტორებს, პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. დემო დღის დასასრულს გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა: 1-ელი ადგილი Opti-მ დაიკავა, მე-2 ადგილი - Flexi-მ, მე-3 ადგილი - Kere-მ. სამივე გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი