
Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩასული ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ჯინ ლენგიც შედის, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტში სანქციების პოლიტიკას კურირებს.
Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო.
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი შეხვედრებს კიევში გამართავენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge