მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს
გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

იმედი|imedinews.ge

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ.

„ეს მან იმისთვის თქვა, რომ ვიღაცისთვის ბოროტი ჭორის საფუძველი გამოიწვიოს და მთლიანობაში ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ასეთ პროპაგანდას მიმართავს. ამ დროს ყველამ იცის, რომ ის სადისტური, ყაჩაღური, მეკობრული მეთოდი, რომელიც წილოსანების ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენეს, არ იყო ერთადერთი შემთხვევა. მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ. ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს ერთი მხრივ, მეორე მხრივ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული ჩადენილი არ აქვს და მესამე მხრივ, საზოგადოებაში ამ ბინძურ ჭორს ავრცელებს, რომ იქნებ, ამ საკითხმა ამ რევოლუციური სცენარის საერთო ყულაბაში რაღაც ეფექტური ადგილი დაიკავოს. გვარამია რომ იყო ამ დიდი მექანიზმის სერიოზული ნაწილი (თუ არა წამმართველი), ეს ყველამ ვიცით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია ნინო წილოსანს ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე, აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

იმედი

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

იმედი

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

იმედი

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

იმედი