მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: აშშ ჰორმუზის სრუტეზე შეთანხმებას უახლოვდება
AXIOS: აშშ ჰორმუზის სრუტეზე შეთანხმებას უახლოვდება

AXIOS: აშშ ჰორმუზის სრუტეზე შეთანხმებას უახლოვდება

იმედი|imedinews.ge

აშშ, ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ დროებით შეთანხმებას უახლოვდებიან. ვაშინგტონი შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთებას ოთხშაბათს გეგმავს, იუწყება AXIOS-ი ორ რეგიონულ წყაროზე და აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

შეთანხმება, რომელზეც მხარეები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას და ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს გადაწყვიტა, აღარ განეხორციელებინა ირანის მასშტაბური დაბომბვა, რათა დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევისთვის მეტი დრო მიეცა. თუმცა, თუ შეთანხმება მალე ვერ შედგება, ტრამპმა შესაძლოა ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთოს, წერს გამოცემა.

მოსალოდნელი შეთანხმება ირანის მოთხოვნების ნაწილს ითვალისწინებს და მას ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობაზე უფრო დიდი კონტროლის შესაძლებლობას მისცემს - კონტროლს, რომელიც თეირანს ომამდე არ ჰქონდა.

ორი რეგიონული წყაროს ინფორმაციით, განხილული შეთანხმება ითვალისწინებს ომანსა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი დროებითი რეჟიმის ამოქმედებას, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელი იქნება.

შეთანხმების თანახმად, სრუტის გავლით და სპარსეთის ყურეში შესასვლელად მიმავალი ყველა გემი ჩრდილოეთ დერეფანს გამოიყენებს, რომელიც ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის; სრუტიდან გამოსული და არაბეთის ზღვის მიმართულებით მიმავალი გემები სამხრეთ დერეფნით იმოძრავებენ, რომელიც ომანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და ირანთან კოორდინირებული იქნება; 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში არ დაწესდება არანაირი გადასახადი ან მოსაკრებელი; მხარეები 30 დღის განმავლობაში იმუშავებენ სრუტის ცენტრალური ზოლის საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდაზე; ცენტრალური ზოლის გაწმენდის შემდეგ, ის გამოყენებული იქნება როგორც შესასვლელი, ისე გასასვლელი სატრანსპორტო მარშრუტისთვის იმ პირობებით, რომლებიც ომანსა და ირანს შორის საბოლოო შეთანხმებით უნდა განისაზღვროს.

AXIOS-ი აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს, ომანსა და რეგიონულ შუამავლებს სამი კვირის წინ ეგონათ, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით თეირანმა გემებზე თავდასხმები განაახლა. ამას მოჰყვა ორკვირიანი ბრძოლები და ვითარება თითქმის სრულმასშტაბიან ომამდე მივიდა.

რეგიონული წყაროების ცნობით, ომანსა და ირანს შორის მოლაპარაკებების გარდა, შუამავლობის პროცესში მონაწილეობდნენ კატარის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აშშ-მა და ლიეტუვამ კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე შეთანხმება გააფორმესBM.GE
  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებატვ პირველი
  • 4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებაფორმულა
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი

იმედი