მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება
AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება

AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სენატი შესაძლოა უკვე მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრას შეუდგეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელ“ კოლეგებს აცნობებენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნით ირანთან დაკავშირებული დებულებებიც დაემატა.

კანონპროექტის მიღება სენატში იშვიათ ორპარტიულ შეთანხმებად შეიძლება იქცეს იმ საკითხზე, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებისკენაა მიმართული. ბოლო თვეების განმავლობაში ზედა პალატაში პოლიტიკური დაპირისპირება დომინირებდა, წერს AXIOS-ი.

ამასთან, კენჭისყრა აჩვენებს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერს, „რესპუბლიკელ“ ჯონ თუნსა და უმცირესობის ლიდერს, „დემოკრატ“ ჩაკ შუმერს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამშრომლობა შეუძლიათ. ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან სენატი მიმდინარე წელს მთავრობის საქმიანობის უკვე მესამე შესაძლო შეჩერების თავიდან აცილებას ცდილობს.

AXIOS-ი წერს, რომ სამშაბათს კაპიტოლიუმში სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება, რაც ემოციურ ფონს შექმნის იმ კანონპროექტის განხილვისთვის, რომლის მიღებასაც გრემი სიცოცხლის ბოლო დღეებში აქტიურად ცდილობდა.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ძალიან მალე წინ წავალთ“, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა „დემოკრატმა“ წევრმა ჯინ შაჰინმა.

მისი თქმით, უკრაინას ბრძოლის ველზე ინიციატივა აქვს, ხოლო კრემლის პოზიციები სულ უფრო მყიფე ხდება. სწრაფი მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კანონპროექტში, რომელსაც 60-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს, 11 ივლისს ლინდსი გრემის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ უკვე ორჯერ შეიტანეს ცვლილებები.

პირველ რიგში, სენატორებმა მეორადი ტარიფების მაქსიმალური განაკვეთი 500%-დან 100%-მდე შეამცირეს და კანონპროექტის მოქმედების არეალიც შეავიწროვეს. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტ ტრამპს მსგავსი ტარიფების დაწესება მაქსიმუმ ხუთი ქვეყნისთვის შეეძლება.

სენატორების ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო დღეებში ლინდსი გრემმა შეძლო კანონპროექტისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფაც.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

დაბა კაზრეთში წყალუზრუნველყოფა 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება

იმედი

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

იმედი

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი