მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„გვექნება ორმხრივი შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. ამ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას.

ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ინოვაციების, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ეს ცენტრი განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზერუსთავი 2
  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

იმედი

თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში

თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში

იმედი

Euronews: AfD-ს გამარჯვება მერცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა

Euronews: AfD-ს გამარჯვება მერცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა

იმედი

კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს

კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს

იმედი