მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა
AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა

AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ისრაელურ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეთანიაჰუმ ასევე სთხოვა პრეზიდენტ ტრამპს - რომელიც მიმდინარე კვირაში, ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის ფარგლებში ერდოღანს შეხვდება - თავი შეიკავოს ისეთი შეიარაღების მიყიდვისგან, რაც თურქეთს საკუთარი საჰაერო ძალების მოდერნიზაციაში დაეხმარება.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ღაზასა და ირანში მიმდინარე ომების ფონზე, უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ტრამპი ინარჩუნებს მჭიდრო და მეგობრულ კავშირებს როგორც ნეთანიაჰუსთან, ისე ერდოღანთან.

წყაროების ცნობით, პარასკევს გამართულ სატელეფონო საუბარში ნეთანიაჰუმ ტრამპთან ერდოღანის ქმედებები გააპროტესტა და მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან თურქი ლიდერის შეკავებას ელის.

„ნეთანიაჰუმ კონკრეტული თხოვნა გააჟღერა და პრეზიდენტმა ის მოისმინა. ამიტომ, შესაძლოა, პრეზიდენტმა [ერდოღანს] გადასცეს გზავნილი დაახლოებით ამ შინაარსით: „ეი, შეგიძლია ცოტა შეარბილო ეს ყველაფერი?“ თუმცა, საქმე ისაა, რაც არის“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი