მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: რეგიონული შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ
AXIOS: რეგიონული შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ

AXIOS: რეგიონული შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ

იმედი|imedinews.ge

კატარი, პაკისტანი და სხვა რეგიონული შუამავლები ცდილობენ შეამცირონ დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლონ. ინფორმაციას AXIOS-ი შუამავალი ქვეყნების ორ წარმომადგენელსა და ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულია“ და ირანის წინააღმდეგ ორი ეტაპის საჰაერო დარტყმის განხორციელების ბრძანება გასცა, ის კვლავ ცდილობს ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნების თავიდან აცილებას.

შუამავალი ქვეყნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ბოლო ესკალაციისა, მხარეებმა წინა რაუნდებში ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს და ახლა ცდილობენ მემორანდუმის სრულ ჩაშლას ხელი შეუშალონ.

ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის რეგიონულმა წარმომადგენელმა AXIOS-ს განუცხადა, რომ შუამავლები ფიქრობენ, ჰორმუზის სრუტეში ირანის ბოლო თავდასხმები ირანის ხელისუფლების შიგნით მოქმედმა ძალებმა წამოიწყეს, რომლებიც მემორანდუმს ეწინააღმდეგებიან და მის ჩაშლას ცდილობენ.

წყაროების ინფორმაციით, ოთხშაბათს კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა არაერთი სატელეფონო საუბარი გამართეს როგორც ამერიკელ, ისე ირანელ ოფიციალურ პირებთან, რათა დაძაბულობის შემცირებას შეუწყონ ხელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი